სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩევნები ვერ ჩაატარენ ამ შობელძაღლებმა, ამგენმა - გოგი წულაია

"არჩევნები ვერ ჩაატარენ ამ შობელძაღლებმა, ამგენმა" - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა რუსთაველის გამზირზე მიმდებარე აქციაზე პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავჯდომარემ, გოგი წულაიამ.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ ასეთი ხალხმრავალი აქცია ხელისუფლების დარცხვენით წასვლაზე მიანიშნებს.

გოგი წულაია ევროპის განვითარებული ქვეყნების ლიდერებსაც იხსენებს და ამბობს, რომ პოლიტიკურ კარიერაში მიღწეული წარმატების მიუხედავად, მათ ხელისუფლება არჩევნების გზით დატოვეს და ხალხის ნების პატივისცემა გამოხატეს.

"ჩერჩილმა ომი მოიგო, მაგრამ არჩევნებით გადადგა. კოლმე გერმანია გააერთიანა, გერმანია ააყვავა, უთხრა გერმანელმა ერმა არჩევნებზე, წადი დაისვენეო და წავიდა ის კაცი. ამ შობელძაღლებმა ქვეყანას დედა უტირეს, დაამშიეს, გააუბედურეს, ტერიტორიებს კარგავენ და წასვლა არ უნდათ", - თქვა წულაიამ.

გოგი წულაიამ სახლში დარჩენილ ადამიანებსაც მიმართა და საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა.

"ხელისუფლება მაშინ თავხედობს, როცა გაუდის. ვიცით გამოთქმა, რატომ ტირისო და გაუდის და მაგიტომ ტირისო. არ გაუვა, როცა ვიქნებით ერთიანი, როცა ვიქნებით უფრო მეტი, როცა დავივიწყებთ ვინ რომელი პარტიაა, უკვე აღარაა მაგის დრო. ვინ, რა, როგორ... ჯერ ამას უნდა მოვტეხოთ კისერი და მერე უნდა ვარჩიოთ არჩევნების გზით, ვინ გვინდა, ვინ არ გვინდა და როგორ იქნება", - თქვა წულაიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხრდამჭერების საპროტესტო აქცია დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100