მაურინიო „რეალს“ აღარ ენდობა
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი აღნიშნავს, რომ იგი „რეალს“ აღარ ენდობა და არავითარი კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს, რადგან კლუბიდან ვიღაცას საიდუმლოდ ნათქვამი აზრები და შეხედულებები გააქვს, მას კი არ სურს მედიის წარმომადგენლების ყურადღების მიპყრობა.
მაურინიო „დამნაშავედ“ კლუბის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ხორხე ვალდანოს თვლის. შეგახსენებთ, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ ეწყობა და შედეგად მათ შორის არაერთხელ წარმოქმნილა გარკვეული კონფლიქტი.
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე, მაურინიომ მიაღწია იმას, რომ კლუბის მფლობელმა, ფლორენტინო პერესმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ვალდანო.
მაურინიო თვლის, რომ ვალდანომდე ესა თუ ის ინფორმაია „რეალის“ რამდენიმე ფეხბურთელს მიაქვს და შედეგად ეს უკანასკნელიც თავის სასარგებლოდ იყენებს მიღებულ ახალ ამბებს.
კომენტარი