სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფუდპანდამ 60 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიპოვა

ფუდპანდამ, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც ოპერირებს, “Delivery Club”-სთან ერთად არსბეული ინვესტორებისგან, რომელთა შორისაა Falcon Edge Capital და Rocket Internet AG, 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვეს.აღნიშნული დაფინანსებით კომპანია ბაზრის ლიდერობას გეგმას.

დაარსებიდან, 2 წლის განმავლობაში ფუდპანდამ 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი თანხა მოიზიდა. ახლახანს შესყიდული Delivery Club, რომელიც ფუდპანდას კონკურენტი კომპანია იყო, ფუდპანდას რუსეთში კვების მიტანის სერვისების ლიდერად ხდის.

„ჩვენი წარმატებით კმაყოფილები ვართ. ახალი დაფინანსება არსებული საბაზრო ზრდების ინვესტირებას მოხმარდება, რაც მოიცავს კიდევ უფრო მეტ რესტორანთან პარტნიორობას და კიდევ უფრო მეტ ქალაქში მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებას. ჩვენ საკუთარი თავი კვების ადგილზე მიტანის ბაზრის ლიდერებად გვინდა წარვაჩინოთ, და შევქმნათ საჭმლის ყველაზე კომფორტული შეკვეთის გზა - სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, „ - აცხადებს ფუდპანდას გლობალური დირექტორი,რალფ ვენცელი.

ეს სერვისი რესტორნებს ეხმარება გაზარდონ გაყიდვები ონლაინ ან მობილური პლატფორმებით. მომხმარებლები ირჩევენ საჭმელს ონლაინ, და ფუდპანდა შეკვეთას პირდაპირ აგზავნის რესტორანთან, რომელსაც საკვები მომხმარებელთან მიაქვს. კომპანიამ ახლახანს გამოუშვა ახალი თაობის აპლიკაცია ყველა ძირითად სმარტფონის პლატფორმაზე.

„დღეისთვის 62 ცნობილი რესტორანი პარტნიორობს ფუდპანდასთან და მომავალ თვეებში მათი რიცხვი უდაოდ გაიზრდება“ - აღნიშნავს დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ფუდპანდამ 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება მოიპოვა Phenomen Ventures და Investment AB Kinnevik-ისგან და იმავე მაჩვენებელი ინვესტორების ჯგუფისგან 2014 წელს. აღსანიშნავია რომ ფუდპანდას მობილური აპლიკაცია 5000-ზე მეტმა მომხმარებელმა გადმოწერა საქართველოში და თუ გავითვალისწინებთ რომ აპლიკაცია მხოლოდ მაისში გაეშვა, ეს უზარმაზარი მაჩვენებელია. „ჩვენს აპლიკაციას ამჟამად დღეში 110-120 ადამიანი იწერს და ჩენი შეკვეთების 35-40%-იც სწორედ ამ არხიდან შემოდის,“ - განმარტავს

foodpanda მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. შეკვეთის მობილურიდან გაკეთება და foodpanda- განახლებული smartphone აპლიკაციის გადმოწერა უკვე შესაძლებელია. გამარტივებული ფორმით 50-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა( www.foodpanda.ge) განახლებული მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც შეგიძლიათ.

foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, წელს უკვე საქართველოშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება foodpanda Georgia- სახელით დაიწყო. foodpanda Georgia გერმანული კომპანია Foodpanda GmbH-ის შვილობილია. მისი სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. Foodpanda- დამფუძნებელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტერნეტ ინკუბატორი Rocket Internet, რომლის პორტფოლიოც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ წარმატებულ ონლაინ ბიზნესს მოიცავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100