400 გრამი კონტრაბანდული ოქრო სარფში
სარფში ქართველმა მებაჟეებმა დიდი რაოდენობით კონტრაბანდული ოქრო აღმოაჩინეს.
საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, თურქეთიდან 400 გრამამდე ოქროს ნაკეთობების შემოტანას საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობდა, რომლის ვინაობას საბაჟოზე არ ასახელებენ.
საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა, გამოძიებას შემოსავლების სამსახური ახორციელებს.
კომენტარი