სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 21 წელი შეუსრულდა

დღეს ქართული არმიის დღეა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 21 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღს კი თავდაცვის უწყება ტრადიციულად საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს.

საქართველოს შეირაღებული ძალები საქართველოს სამხედრო ძალების ძირითადი და არასაომარ მდგომარეობაში, ერთადერთი სამხედრო ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ასევე საქართველოს მიერ ნაკისრი სამხედრო ვალდებულებების შესრულება ევალება.

სახელმწიფო მართვის ორგანო - თავდაცვის სამინისტრო, ოპერატიული მართვისა კი გაერთიანებული შტაბი გახლავთ.

საქართველოს შეიარაღებული ძალები სახმელეთო ჯარებისგან შედგება. შეიარაღებული ძალების რეზერვს კი ეროვნული გვარდია აყალიბებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა კანონით, „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ განისაზღვრება.

2010 წლის მონაცემებით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში - 37 ათასი, სამხედრო ჯარებში - 35 ათასი, სამხედრო-საჰაერო ძალებში - 400, რეზერვში კი 60 ათასი სამხედრო მოსამსახურე ირიცხებოდა.

2012 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა არაუმეტეს 37 ათასი კაცით განისაზღვრება.

სამხედრო ასაკი: 18 წელი სავალდებულო და ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურისთვის

საერთო რაოდენობა: მამაკაცები ასაკით 15 – 49 წელი სულ: 1 038 736

გამოსადეგი სამხედრო სამსახურისთვის: მამაკაცები ასაკით 15 – 49 წელი სულ: 827 281

აქტიური შემადგენლობა: 37 ათასი

შეიარაღება:

ტანკი: 200 T-72B/Sim 1, 40 T-55AM/AM2B

ჯავშანტრანსპორტიორი: 79 BMP-1U/BMP-1P, 100 BMP-2, 300 Otocar Cobra, 110 Humvee, MT-LB, VBL, Renault VAB, 30 - დიდგორი, 100 Nurol Ejder, 45 BTR-70, 70 BRT-800, Cougar HE, 24 Wolf Armoured Vehicle, DELGA -1, ლაზიკა.

წყარო: http://ka.wikipedia.org

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100