სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს ვაქცინაციაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა

კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაანონსების შემდეგ, ამ პროცესში ისინი აქტიურად ჩაერთონ, მოლოდინი გვაქვს რომ ასე იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკის ხელმძღვანელებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ ვაქცინაციის რამდენი პუნქტია ქვეყანაში, როგორია მათი გამტარუნარიანობა და რა არის შემდეგი გეგმა. ამ ეტაპზე პროცესში ჩართულია 200-მდე კლინიკა, სადაც მუშაობს ამცრელთა 281 ბრიგადა. თითო ბრიგადის გამტარუნარიანობაა 60 პაციენტი, 8-საათიანი გრაფიკით. თუმცა გასულ კვირას, კლინიკებმა გამოხატეს მზაობა, რომ გაზარდონ გამტარუნარიანობა ბრიგადების რაოდენობის ზრდისა და საათების დამატების შედეგად. ვინაიდან მოქალაქეების ნაწილი მუშაობს და შესაფერისი დრო სჭირდება ვაქცინის მისაღებად“, - განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100