სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წვევამდელ მოსკოველ დემონსტრანტებს მიტინგიდან პირდაპირ კომისარიატებში წაიყვანენ

წვევამდელი ასაკის იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ ეთანხმებიან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგებს, კარგად დაფიქრება მართებთ, სანამ შაბათს ჭაობის მოედანზე დანიშნულ ოპოზიციის მიტინგზე წავლენ: ახალგაზრდებს სპეციალურად მობილიზებული კომისარიატების თანამშრომლები დახვდებიან და უწყებას პირადად გადასცემენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ ისინი სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავს არიდებენ, პირდაპირ გაწვევის პუნქტებში წაიყვანენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ მოსკოვის პოლიციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზემოთხსენებული ინფორმაცია „ინტერფაქსს“ დაუდასტურა კომისარიატთან დაახლოებულმა წყარომაც, თუმცა, მან დააზუსტა, რომ საუბარია იმ ახალგაზრდებზე, ვინც კანონს დაარღვევს:

„უწყებები გადაეცემათ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც პოლიცია კანონდარღვევისთვის დააკავებს. ისინი იძულებულნი იქნებიან, მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებაში, რომელიც ახლოს იქნება სამხედრო მოვალეობის შესრულებასთან“, - განაცხადა კომისარიატის ინკოგნიტო წარმომადგენელმა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმა „სამხედრო მოვალეობის შესრულებასთან ახლოს მდგარ“ საქმიანობაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100