სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავერსის შვილობილი კომპანია ,,მედალფა’’ ჩოხატაურში დღეს განახლებულ სამედიცინო ცენტრს ხსნის

დღეს, 10 თებერვალს 16:00სთ–ზე კომპანია ,,მედალფა~ ჩოხატაურში განახლებულ სამედიცინო ცენტრს ხსნის (დაბა ჩოხატაური, თბილისი ქ. #10).

ჰოსპიტალური ქსელი ,,მედალფა“ დაარსდა 2011 წლის 23 აგვისტოს. ქსელი ამჟამად აერთიანებს ოთხ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და ორ პოლიკლინიკას: ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი, ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი, ლანჩხუთის სამედიცინო ცენტი, კასპის სამედიცინო ცენტრი, მახინჯაურის კლინიკა და თბილისის კლინიკა.

შპს „მედალფას“ ჰოსპიტალური ქსელის ყველა სამედიცინო ცენტრი და კლინიკა წარმოადგენს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო.

2012 წლიდან ჩოხატაურში ფუნქციონირებდა ამბულატორია და 5 საწოლიანი სტაციონარი. ამჟამად კი გაფართოვდა ამბულატორია და სტაციონარი გახდა 25 საწოლიანი. აღნიშნულ ცენტრში სამშობიარო სახლიც ფუნქციონირებს.

ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან:

გურიის გუბერნატორი –გია სალუქვაძე

გურიის გუბერნატორის მოადგილეები - გია ებრალიძე, სოსო ერქომაიშვილი, ქეთი მოისწრაფიშვილი

ქალაქის მერი - ბეგლარ სიორიძე

ქალაქის მერის მოადგილეები - ალეკო ბურჭულაძე, კობა დუნდუა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ირაკლი კუჭავა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - ზაალ მამალაძე

მედალფას დამფუძნებელი–პაატა კურტანიძე

მედალფას გენერალლური დირექტორი–გიორგი ამბროლიანი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100