სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სენსაციური აღმოჩენა: მრავალფეხიანის ახალ სახეობას 4 პენისი და 414 ფეხი აქვს

Illacme tobini მრავალფეხიანთა კლასის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც მრავალმხრივაა გამორჩეულიაქვს 414 ფეხი, შხამის 200 ჯირკვალი და 4 პენისი.

უთვალო მრავალფეხიანი სულ ახლახან აღმოაჩინეს კალიფორნიაში, სეკვოიის ეროვნულ პარკში. კვლევის შედეგები ჟურნალ ZooKeys-ში გამოქვეყნდა.

სახეობის აღწერა მოცემულია ერთი მამრი ინდივიდის საფუძველზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა მისი ანატომია. თუკი ფიქრობთ, რომ მრავალფეხიანისთვის ოთხი პენისის ქონაში უჩვეულო არაფერია, გეტყვით, რომ ეს ორგანოები პარალელურად მოდიფიცირებული ფეხების ფუნქციასაც ითავსებს.

ისინი ფეხების მეათე წყვილის ადგილასაა განლაგებული და სიარულის გარდა, მრავალფეხიანი მათ მდედრის გასანაყოფიერებლადაც იყენებს.

როგორც მისი აღმომჩენი ბიოლოგები, ბილ შეარი და პოლ მერეკი შენიშნავენ, Illacme tobini „რევოლუციური ბიძაშვილი“ იყო პლანეტის ყველაზე მრავალფეხიანი არსების — Illacme plenipes-ისა, რომელსაც 750 ფეხი აქვს. ოთხპენისიანის ეს ბიძაშვილიც ასევე ბოლო დროს აღმოაჩინეს ქალაქ სან-ხუან-ბაუტისტას სიახლოვეს, გიგანტური ქვის ქვეშ.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პლანეტის მეორე ყველაზე ფეხმრავალ არსებას პირველის აღმოჩენის ადგილიდან 240 კილომეტრის მოშორებით, მღვიმეში მივაგნებდით“, — წერს განცხადებაში ბიოლოგი პოლ მარეკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100