სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოდარ ტაბიძის სტუდენტის ემოციური პოსტი გარდაცვლილ ლექტორზე

ნოდარ ტაბიძის სტუდენტის ელა ლიონიძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ ლექტორზე:

სანამ ელა გავხდებოდი, მანამდე 90 კაციან ჯგუფში იყო "ჩემო პატარა გოგონავ"... ამ ფრაზით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა... მერე უკვე 6 კაციან ჯგუფში "ლიონიძის ქალო"-ზე გადავედით და ბოლოს იყო ელა... არვიცი საიდან დავიწყო,იმდენი რაღაც მახსნედება კადრებად და ისე მაწვება ცრემლები.... 80 წლის იუბილე ერთად აღვნიშნეთ... მახსოვს ძალიან მოწყენილი მოვიდა... ჯგუფში, ღვინო დავახვედრეთ, თვითონ კიდე დაამატა და მთელი დღე ლექსებში, საუბარში, კამათში გავატარეთ... ამბობდა თქვენთან რომ მოვდივარ თაავიდან ვიბადებიო... 6საათიდან გვეწყებოდა ლექციები მაგისტრატურაზე და სამსახურიდან მისული ხელახლა ვცოცხლდებოდი, სხვა სამყაროში გადავყავდით ყველა და არ მახსოსვ ვინმეს მისი ლექცია გაგვეცდინა... მახსოვს ჩემი და მისი კამათი "მესაფლავეზე", როცა ვუთხარი მაგ ლექსს ვერ ვეგუები და არ მიყვარსთო, მახსოვს როგორ მეჩხუბა ნაწერებს რატომ არ უფრთხილდებიო და ერთ დღეს მომიტანა ჩემი ძველი ნაწერი, შემთხვევით ვიპპოვე შენახული მქონია და ამას მაინც გაუფრთხილდი შეინახეო... ცრემლებამდე გამიხარდა, რომ ჩემი ნაწერი ამდენი თვის განმავლობაში ჰქონდა... ის ნაწერი კი არც კი მახოსვ სად წავიღე... მასწავლიდა, როგორ უნდა მეგრძნო, რომ დამეწერა, ამბობდა ამ გოგოს მიმართ ისეთი ტენდენციური ვარ ობიექტურობას ვერ ვახერხებო... მიხაროდა ხოლმე ისე მიხაროდა... ღმერთო რამდენი რამ ვისწავლე მისგან... ბოლოს პავლოვზე გაჩერებასთან ვნახე, ხშირად ვნახულობდი იმ ადგილას ერთი და იგივე დროს... წითელი პომადა და დახეული ჯინსები მეცვა, თმაც შეღებილი და მითხრა რა დაგიშავა საკუთარმა თავმაო, ცინიკურად ჩაიღიმა და იქვე მომკლა, თითონ კი ღიმილით გააგრძელა გზა... ამ ცოტა ხნის წინ ქუთაისში ვიყავი და უაზროდ ამეკვიატა ხომ ცოცხალია , რო ჩავალ უნდა ვიკითხო ამბავითქო, ვიცოდი რომ ავად იყო და ლექციებზეც ვეღარ დადიოდა , მაგრამ თან ვფიქრობდი რამე რომ მოსვლოდა აუცილებლად გავიგებდითქო... მაშინ არა მაგრამ დღეს გავიგე რომ გაფრინდა, სხვაგან გადავიდა, და სხვაგან სხვა სამყაროში, მერე, ოდესმე აუცილებლად ვნახავ... ხო გაფრინდა, გალაკტიონზეც მაგას იძახდა გაფრინდაო... მომენატრება, და გული მწყდება, რომ მიცემული პირობები ჯერ-ჯერობით ვერ შევუსრულე... წერაც აღარ მახსოვს და ძველ ნაწერებსაც არ გავუფრთხილდი... მიხარია რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ადამიანი სახელად ნოდარ ტაბიძე... მე ამაყი ვარ ძალიან ძალიან ამაყი იმ მოგონებებით რაც მასთან მაკავშირებს...

ნოდარ ტაბიძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნოდარ ტაბიძემ ბიძის, პოეტ გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ რამდენიმე წიგნი გამოაქვეყნა. ასევე, იყო გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმის მთავარი კონსულტანტი.

ნოდარ ტაბიძე დაჯილდოებული იყო გალაკტიონ ტაბიძის, სერგეი მესხის, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100