სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მან ერთ წელიწადში 170 კილო მოიკლო. გაინტერესებთ როგორ?

ამერიკელი ბრაიან ფლემინგი ინგლისელ ჯეკი ისტენს საკუთარ მფარველ ანგელოზს ეძახის და თვლის, რომ ქალმა ის მკვდრეთით აღადგინა. მათ ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს და ერთწლიანი ვირტუალური მეგობრობის პერიოდში ქალი მამაკაცს 170 კილოგრამის მოკლებასა და ლოთობისთვის თავის დანებებაში დაეხმარა.

ყველაფერი 2012 წელს დაიწყო, 30 წლის ბრაიანი და 50 წლის ჯეკი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს ონლაინ თამაშში „Draw Something“ (დახატე რამე). ბრაიანი ჯეკის იუმორის გრძნობამ მოხიბლა და ინტერნეტ მეგობრობაც დაიწყო.

Draw Something-იდან წყვილმა სკაიპსა და ფეისბუქზე გადაინაცვლა, ინტერნეტ საუბრებისას ბრაიანმა ჯეკის გული გადაუშალა, ჯანმრთელობის პრობლემებზე, ალკოჰოლიზმზე, ჭარბ წონაზე და მარტოობაზე ესაუბრა.

ჯეკის დახმარებით ბრაიანმა პირველ რიგში სმას დაანება თავი და კვების რაციონის შეუცვლელად პირველივე თვეში 45 კილოგრამი მოიკლო. ეს ფაქტი მისთვის კარგი სტიმული გხდა და მამაკაცი დიეტაზე დაჯდა, კვების რაციონიდან ფასტ-ფუდი ამოიღო და ჯანსაღ პროდუქტებზე გადავიდა.

შემდეგი ნაბიჯი ფიზიკური დატვირთვა იყო, ფლემინგმა თავიდან 5 წუთიანი სეირნობები დაიწყო ყოველდღიურად (მანამ ის არ მოძრაობდა რადგან 280კილოგრამს იწონიდა) დროთა განმავლობაში ფეხით სიარულს ნელ-ნელა მოუხშირა, მთელი ამ დროის განმავლობაში ჯეკი მას სკაიპის მეშვეობით ამხნევებდა.

2013 წლის დეკემბერში, გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ ბრაიანი ჯეკის სანახავად ევროპაში გაფრინდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100