"კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების დაავადებული ორგანოები ექსპორტზე გააქვთ და ჰყიდიან" - სკანდალი, რომელზეც გამოძიება დაიწყო
საგამოძიებო კომიტეტმა მოსკოვში დაიწყო სისხლის სამართლის საქმე ქსელში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე იმის შესახებ, თითქოს კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების დაავადებული ორგანოები ექსპორტზე გააქვთ და ჰყიდიან.
ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატია იმის შესახებ, რომ ადამიანების გვამები, რომლებიც COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლის დროს გარდაიცვალნენ, სავარაუდოდ, ღამით მოსკოვის ერთ – ერთ საავადმყოფოდან გაიყვანეს, სიცრუე აღმოჩნდა. კრილაცკის რეგიონის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს. ახლა ისინი ეძებენ წყაროს, სადაც პირველად დაიწერა აღნიშნული დეზინფორმაცია და ეძებენ ასევე მის ავტორს.
TFR– ს მოსკოვის ადმინისტრაციის უფროსმა თანაშემწემ, იულია ივანოვამ, რია ნოვოსტის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.
სოციალურმა ქსელმა VKontakte-მ წაშალა დაახლოებით 800 ათასი ყალბი სიახლე COVID-19- ის შესახებ. რესურსის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ დამხმარე პერსონალი საგულდაგულოდ ამოწმებს ინფორმაციას და ბლოკავს ცრუ შეტყობინებებს.
უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი