სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შესარიგებელ მატჩს არავის ვთავაზობთ" - კახა კალაძის პირველი კომენტარი ღამის კლუბებში სპეცოპერაციის შემდეგ, თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

მიმდინარეობს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, რაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც თბილისში წუხელ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„მინდა ცოტა უკან დავბრუნდე. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება და მამოძრავებელი ეს არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე. რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ჩვენ ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიმდინარეობს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე, ღამის ეკონომიკის განვითარებაზე, რაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები. საუბარია, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და მომავალში ამ დარგის არსებობაზე, აქ ნამდვილად ვერ დავენთახმები ადამიანებს. მე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა, რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული, აუცილებლად გაგრძელდება მისი საქმიანობა და ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა. ჩვენ ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც ამ მიმართულებით გააჩნია ჩვენს დედაქალაქს“, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100