სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი არტ გალერეაში გამოფენა „ფოტოგრამა - ფოტოგრაფია კამერის გარეშე“ გაიხსნა

თიბისი არტ გალერეა გამოფენას „ფოტოგრამა - ფოტოგრაფია კამერის გარეშე 1842/2018 “ მასპინძლობს. ექსპოზიციაზეწარმოდგენლია ფოტოხელოვანების, გიორგი ინდუაშვილისა და საბა შენგელიას ნამუშევრები, რომლებიც ფოტოგრამისტექნიკითაა შესრულებული.
ფოტოგრამა ფოტოგრაფიული გამოსახულებაა, რომელიც კამერის გარეშე, შუქმგრძნობიარე ზედაპირზე საგნებისგანლაგებითა და სინათლის წყაროს მიმართვით მიიღება.

გამოფენის იდეის ავტორი ახალგაზრდა ფოტოხელოვანი - გიორგი ინდუაშვილია, რომელიც წლებია ფოტოგრაფიის ძველიტექნოლოგიების შესწავლასა და მათ ახლებურად გამოყენებაზე მუშაობს. გიორგი ინდუაშვილის ნამუშევრები ციანოტიპ-ფოტოგრამები გარემოს დაბინძურების თემას ეხმიანება.

სერია „პლასტმასისთევზი“ ხელოვანის ერთგვარი რეაქციაა ამ პრობლემაზე, სწორედ ამიტომ გიორგი ინდუაშვილმა მასალად გარემოსდაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი ცელოფანი გამოიყენა. ნამუშევრების ნეგატივი ქიმიური ხსნარისა და სინათლისმანიპულაციით არის მიღებული.

საბა შენგელიას ნამუშევრები ციფრული ფოტოგრამებიც (იგივე სკანოგრამები) კამერის გარეშეა შექმნილი, თუმცა ამ შემთხვევაში არტისტმა თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენა. სერია „განდეგილის ბაღი“ ჩვეულ გარემოში ახალი სამყაროების აღმოჩენას გვთავაზობს.

გამოფენას თიბისი არტ გალერეა 1 თვის განმავლობაში, 2 აპრილამდე უმასპინძლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100