სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კადაფიმ აჯანყებულებს რაკეტა „გაუგზავნა“, მაგრამ მიზანს ააცილა

Agence France-Presse ცნობით, ლიბიის სამხედრო კონფლიქტის ისტორიაში პირველად, მუამორ კადაფის მომხრე გვარდიამ აჯანყებულების მისამართით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, მაგრამ მიზანს ააცილა. როგორც პენტაგონის ინკოგნიტო ჩინოვნიკზე დაყრდნობით სააგენტო იუწყება, რაკეტა Р-17, ანუ, ნატოს კლასიფიკაციით - „სკად-ბ“ მიზანს მთელი 80 კმ-ით ასცდა. პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, რაკეტა კვირას, ღამით გაუშვეს, კადაფის მომხრეთა ერთ-ერთი პოზიციიდან, რომელიც ქალაქ სირტთან მდებარეობს.

The Daily Telegraph-ის ცნობით, რაკეტის გაშვება დაფიქსირდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთ-ერთი ხომალდიდან, Aegis საინფორმაციო პროგრამის მეშვეობით. რაკეტის სამიზნე ქალაქი ბრეგა იყო, რომელსაც აჯანყებულები აკონტროლებენ. მიზანს აცდენილი რაკეტის ჩამოვარდნისა და აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100