აშშ–ს არმიაში Oshkosh–ის მიერ მოდერნიზებული სატვირთოები მომრავლდა
ამერიკულმა კომპანია Oshkosh–მა აშშ–ს არმიის ხელმძღვანელობისაგან 160 სატვირთოს, HEMTT A4–ის და PLS A1–ის მოდერნიზების შეკვეთა მიიღო. შეკვეთის ღირებულება 50 მილიონი დოლარია. სარემონტო სამუშაოები 2012 წლის მარტში დაიწყება და სექტემბერში დასრულდება.
მოდერნიზების შედეგად, HEMTT A4–ი და PLS A1–ი მძღოლის შეჯავშნული კაბინითა და კონდიცირების სისტემით აღიჭურვება. ამავე დროს, ეს სატვირთოები ახალ 600–იან ძრავებს და ელექტროგაყვანილობას შეიძენენ. აშშ–ს არმია Oshkosh–ის სატვირთოებს ფართოდ იყენებს. მხოლოდ ამ წლის აპრილში, მათ, 270 ერთეული ამ ტიპის მანქანა შეიძინეს.
კომენტარი