სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"7 წელი ფუფუნება და პრივილეგიები საკმარისი იყო, ახლა მირჩევნია..."

აშშ-ს პირველი ლედი მიშელ ობამა ცნობილი ტელეშოუს ცნობილი რუბრიკის სტუმარი იყო და ჯეიმს ბრაუნთან ერთად მანქანაში კარაოკე მოაწყო.

სიმღერებეს შორის წამყვანი სტუმარს ტრადიციულად უსვამდა კითხვებს და იუმორით გაჟღენთილ მოსწრებულ პასუხებს იღებდა პირველი ლედისგან. კითხვაზე რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად თეთრი სახლის დატოვების შემდეგ მიშელ ობამამ უპასუხა:

„ადამიანები, ადამიანები რომლებსაც ყოველდღე ვხედავ, ისინი მეხმარებიან, ვუყვარვარ, მე ვიცნობ მათ ოჯახებს. მოშორდე ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღე ხედავ ეს მართლაც იქნება რთული“

„გამოდის 24 საათიანი მომსახურება არ მოგენატრებათ? ღამის სამ საათზე რომ დარეკავ და ეტყვი რომ ყველიანი სენდვიჩი გინდა“ - დაინტერესდა წამყვანი, რომელიც იუმორით არის განთქმული.

„იცით ეგ სასიამოვნოა, მაგრამ მე თავისუფლებას ვიღებ პრივილეგიებისა და ფუფუნების სანაცვლოდ. შვიდნახევარი წელი საკმარისია ფუფუნებისთვის, ამიტომ მე ჩემითაც შემიძლია მოვიმზადო ყველის სენდვიჩი“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100