სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უმრავლესობა წვევამდელთა ასაკის გაზრდას მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა წვევამდელთა ასაკის გაზრდასთან დაკავშირებით კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა "ქრისტიან-დემოკრატების" საპასუხოდ აღნიშნა.

წვევამდელების ასაკი ქვედა ზღვარის 18 წლიდან 20 წლამდე გაზრდის ინიციატივასთან დაკავშირებით ლალიაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, აუცილებელია გაწვევის ჩამორჩენილი სისტემა პროგრესულ განათლების სისტემას დაეწიოს და ახალგაზრდებს სწავლის უფლება არ წაერთვათ.

ლალიაშვილი საპარლამენტო უმრავლესობამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

მინაშვილის თქმით, საინტერესოა რატომ ჰგონია ოპოზიციას, რომ რაც უფრო მეტჯერ გაიმეორებს არასწორ ინფორმაციას, უფრო დაარწმუნებს ვინმეს მის სისწორეში.

"მოსწავლეს აქვს უფლება სკოლის დამთავრების შემდეგ გავიდეს მისაღებ გამოცდაზე. თუ ჩააბარებს, გაწვევა სწავლის დამთვარებამდე გადაუვადდება. ხოლო, თუ ვერ ჩააბარებს, მხოლოდ მაშინ ხდება მისი გაწვევა", - აღნიშნა მინაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100