აკაკი მინაშვილი: საქართველოს მოსახლეობის 90% მეტი ენდობა არჩევნებს
საქართველოს მოსახლეობის 90% მეტი ენდობა არჩევნებს და საერთოდ არ თვლის არჩევნების საკითხს პრობლემად. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა დღეს, პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურიას გამოხმაურებისას აღნიშნა.
"ის, რომ ბაღათურიას პარტია ტრადიციულად ვერ იგებს არჩევნებს,არ ნიშნავს, რომ არჩევნების მიმართ ნდობა არ არსებობს და არც იმას არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენიო პარტნიორები არ ენდობა ან არ აღიარებენ ამ შედეგს", - განაცხადა მინაშვილმა.
უმრავლესობის წევრმა ბაღათურიას მოუწოდა კიდევ ერთხელ გაეცნოს ეუთოს დასკვნებს, სადაც წერია, რომ ყველა არჩევნები, რომელიც საქართველოში ტარდება პროგრესით აღნიშნება და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.
"არა მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ნახეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გამოკითხვები, სადაც ნათლად დაინახავთ, რომ 90% მეტი ადამიანი ენდობა არჩევნებს და საერთოდ არ თვლის არჩევნების საკითხს პრობლემად", - აღნიშნავს მინაშვილი.
კომენტარი