სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ადამიანის ცემაში ბრალდებულ დეპუტატ მედეა ვასაძეს სასამართლოში უჩივლებენ

ბათუმის მკვიდრი დოდო დიასამიძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატ მედეა ვასაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

მისი თქმით, უმაღლესი საბჭოს შენობაში დეპუტატმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დიასამიძის განცხადებით, ინციდენტი პრემიერ-მინისტრის მისამართით მომზადებული წერილის გამო მოხდა, რომლითაც ის პრემიერს მკურნალობისთვის საჭირო თანხას სთხოვდა.

წერილის გადაცემიდან 8 თვის შემდეგ მას მედეა ვასაძე ტელეფონით დაუკავშირდა და თანხის ნაცვლად ველოსიპედის ჩუქება შესთავაზა.

დოდო დიასამიძემ ნივთის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვა, რაზეც, მისივე მტკიცებით, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.

დიასამიძე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს და ინციდენტს პროვოკაციად აფასებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100