სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოქრუაშვილის მიმართ სამ ეპიზოდზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სამ ეპიზოდზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

საქმე ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო ლეგალიზაციის ფაქტებს.

როგორც დღეს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქმეში არსებული მასალების ანალიზის შედეგად მთავარი პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ ზემოთ ხსენებულ საქმეებში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება იმისა,რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანასაულები.

მანამდე პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ოქრუაშვილის ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, საუბარია ძიებაში მყოფ საქმეზე, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100