სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკი ოროზმანის ექსპედიციის გენერალური პარტნიორია

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების, აღმოჩენების მხარდამჭერია. ბანკის გენერალური პარტნიორობით დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოროზმანში იმ ტერიტორიის შესწავლა გაგრძელდება, სადაც ჰომინიდების (პირველყოფილი ადამიანების) გავრცელების ახალი კერა გამოვლინდა. უნიკალური აღმოჩენა 1.8 მილიონი წლით თარიღდება, აღმოჩენილი არტეფაქტები კი ჰომინიდების ახალი ნიშანწყალია საქართველოში.

ექსპედიციის შედეგად, ამ დროისთვის უკვე აღმოჩენილია 30-ზე მეტი არტეფაქტი, განამარხებული ცხოველები და იარაღები, რომლებსაც პრეისტორიული ადამიანი ნადირობისთვის, თუ საკვების დასამუშავებლად იყენებდა.

„ეს აღმოჩენა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჰომო ერექტუსები უფრო ფართოდ და უფრო დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ განსახლებული, ვიდრე აქამდე გვეგონა. რაც ბევრ რამეს ცვლის. დღეს უკვე შეგვიძლია აღმოჩენის მნიშვნელობაზე იმ არტეფაქტებზე დაყრდნობით ვისაუბროთ, რომლებიც უკვე ნაპოვნია. ეს ძეგლი აღარ არის საქართველოს საკუთრება, ის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია. ოროზმანის აღმოჩენა არათუ უბრალოდ არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც წარსულის რაღაც მომენტზე ჰყვება, ის ადამიანის წინარე სახეობის აფრიკიდან გამოსვლასა და განსახლებაზე მოგვითხრობს. წინასწარი ვარაუდით, აღმოჩენა 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება. ეს დროის იგივე პერიოდია, რომელსაც დმანისის უფრო ადრინდელი „გმირები“ ზეზვა და მზია მიეკუთვნებიან ", -ამბობს გიორგი ბიძინაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელი.

“მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოსა და მსოფლიოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენაში, რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. ოროზმანის ექსპედიცია დიდ სამეცნიერო ინტერესს იწვევს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს შორის, რადგან უძველესი ადამიანის ახალ კერას წარმოადგენს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მკვლევარების ჯგუფი, რომელმაც ოროზმანის არქეოლოგიურ ლოკაციაზე ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გააკეთა, გააგრძელებს ადამიანის ევოლუციის ისტორიის შესწავლას. ვართ ამაყები, რომ ვიღებთ მონაწილეობას საქმეში, რომელიც საქართველოს მსოფლიო რუკაზე მონიშნავს, როგორც ძალიან საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენების ქვეყანას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100