კარანტინის და თვითიზოლაციის წესების დარღვევა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდეს
„დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, როცა პირობითად ხდება კარანტინის და თვითიზოლაციის წესების დარღვევა შესაძლოა კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდეს.ამიტომ საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია მაქსიმუმი გაკეთდეს.პრევენციისთვის.თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში მოვაქცევთ თუ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება თუ სხვა სადამსჯელო სანქციაში მოვაქცევთ ეს არ იქნება პანაცეა. არანაირი სადამსჯელო ღონისძიება სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება შემაკავებელი თუ საზოგადოების ცნობიერება არ ამაღლდა“, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვოლმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დღეში“ განაცხადა.
მისი თქმით თვითიზოლაციის წესების დარღვევისფაქტები მზარდია. „შინაგან საქმეთა სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად. ამ ყველაფრის მიუხედავად მოქალაქეთა თვითნებობის გამო გვიწევს მეტი ძალისხმევა.მათი დევნა და იძულებით კარანტინში გადაყვანა. რაც შეეხება ინფორმაციის მიმოცვლას, გვაწვდის ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ერთობლივად ვახორციელებთ პერმანენტულ და მკაცრ მონიტორინგს.რა დროსაც ხდება ამ ერთეული შემთხვევების იდენტიფიცირება და გამოვლენა.შემდეგ კი ამ მოქალაქეების იძულებით კარანტინში გადაყვანა.მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა და ის თანმიმდევრული პოლიტიკა არ არის საკმარისი, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ახალი კორონავირუსის გავრცელების ფაქტები. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა გააცნობიეროს ის სამოქალაქო პასუხისმგებლობა რაც გვაკისრია.დავემორჩილოთ თვითიზოლაციის წესებს“, - აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, თვითიზოლაციის წესების დამრღვევებს გაცნობიერებული არ აქვთ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნან საზოგადოებას. „მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ ჯერ კიდევ საზღვრის კვეთისას. ინფორმაციის ნაკლებობა არ არის.მოქალაქეებს გაცნობიერებული არ აქვთ, რომ რომ ისინი საზოგადოებას საფრთხეს უქმნიან.არ არის გამორიცხული რომ ეს ფაქტები მზარდი იყოს. თვითიზოლაციის წესების დარღვევაზე ინფორმაციის მოწოდების ძირითადი წყარო არის ჯანდაცვა. ცალკეული მოქალაქეების ზარებიც შემოგვდის. ხდება ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა“, - აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.
კომენტარი