11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი მოერიდეთ უსიამოვნებას ახლობლებთან. არაფერი მოიმოქმედოთ გაბრაზებულმა. სხვა დღისთვის გადადეთ რემონტი, მგზავრობა, ქონების გაყოფა. აპრილში დაბადებული ნიშნები გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები.
კურო
მოერიდეთ აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას. არ ჩაერიოთ კონფლიქტში. უმნიშვნელო კინკლაობამაც კი შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. მგზავრობამდე შეამოწმეთ დოკუმენტები, ავტომობილი.
ტყუპი
მოერიდეთ ავანტიურას, რისკს. განსაკუთრებით გადაწყვეტილებების მიღებისას. მუშაობისას ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. არ ენდოთ ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ უკვე გიღალატეს. მოერიდეთ დაუფიქრებლად ნივთების ყიდვას, ხელშეკრულებების გაფორმებას.
კირჩხიბი
არ გაართულოთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ისეთი პირობები შეიქმენით, რომ შინ საღამოს მშვიდად დაბრუნდეთ. სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ შემოქმედებითი საქმიანობა, ბავშვებთან ერთად თამაში.
ლომი
არ დაიწყოთ აახალი საქმეები; არავის არაფერს დაპირდეთ და ეცადეთ, არ გააფორმოთ იურიდიული დოკუმენტები. სახლშიც და ოფისშიც მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე. იყავით დისციპლინირებული.
ქალწული
ნუ გაამწვავებთ ურთიერთობას მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. ენდოთ მხოლოდ ერთგულებს. ნუ შეეჭიდებით რთული საკითხების მოგვარებას, ნუ აიღებთ საკუთარ
სასწორი
მაქსიმალურად დიპლომატიური და თავშეკავებული უნდა იყოთ, როცა საქმე სამსახურის საქმეებს ეხება. მოერიდეთ კონფლიქტს მშობლებთან და უფროსთან.
მორიელი
აკონტროლეთ პარტნიორები. განსაკუთრებით უცხოელი. კარგი დღეა შეცდომების გამოსასწორებლად, მავნე ჩვევების დასამარცხებლად. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
მშვილდოსანი
მოერიდეთ რისკსა და აზარტს. მენეჯმენტი, დაცვა და პირადი ცხოვრება ყურადღებას ითხოვს. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, როცა ახლობლების საქმეებს აგვარებთ.
თხის რქა
არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა. შეიძლება ძველ საქმეებთან, ვალდებულებებთან მოგიწიოთ დაბრუნებამ. მზად იყავით იმისთვის, რომ პირველ ცდაზე ყველაფერი არ გამოგივათ.
მერწყული
არ დაისახოთ რთული საქმეების მოგვარება. ენთუზიაზმი არ გიშველით, თუ საგანს ცუდად ფლობთ ან მორალურად და ფიზიკურად მზად არ ხართ მის შესასრულებლად.
თევზები
ნუ იქნებით ბედს მინდობილი. იყავით დაკვირვებული და მაქსიმალურად მობილიზებული. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს უსიამოვნებები პირად ცხოვრებაში. მოერიდეთ აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას.
კომენტარი