გრიგოლ ლილუაშვილი ხონსა და ვანში ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველტან შეხვედრებს განაგრძობს. გრიგოლ ლილუაშვილი ხონსა და ვანში ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საკანონმდებლო ხარვეზებზე, რომელიც ხე-ტყის დამუშავებას და რეალიზაციას ართულებს. შეხვედრის ბოლოს დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად ვანში მდინარე რიონის სანაპირო დაათვალიერეს, რომლის კალაპოტიც ინერტული მასალის მოპოვების შედეგად შეიცვალა და სოფლის სამეურნეო მიწებს იტაცებს. საკითხთან დაკავშირებით დაისახა გეგმები, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება.
„ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნისას არა ერთი კანონი იქნა მიღებული რომლის საშუალებითაც ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარების მხრივ მკვეთრად გაუმჯობესდა სიტუაცია, მანდატის მოპოვების შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოგვარდეს ის საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც მცირე მეწარმეობის განვითარებას აბრკოლებს.“-განაცხადა ვანისა და ხონის დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა. ხონსა და ვანში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე პაატა ბატიაშვილი ესწრებოდა. დღესვე გრიგოლ ლილუაშვილი სოფელ სალხინოს მე-14-ე და 30-ე სარჩევნო უბნის მცხოვრებლებს შეხვდა.
ადგილობრივებმა კანდიდატთან იმ საკითხებზე ისაუბრეს,რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.
“მოქმედმა ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადა, გაიცა რამდენიმე მილიონი ლარის აგრო სესხები რაც სოფლის მეურნეობაზე სამომავლოდ დადებითად აისახება, ასე გაგრძელდება მანამ ვიდერე სოფელი არ გახდება ძლიერი და სოფლის მეურნეობა არ იქნება მომგებიანი მოსახლეობისთვის.“-განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა სოფელ სალხინოში მე-14-ე და 30-ე საარჩევნო უბნებში გამართულ შეხვედრაზე.
(R)
კომენტარი