სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ გარდაიცვალა წლინახევრის ბავშვი წალენჯიხაში და რატომ ადანაშულებს ოჯახი ექიმებს?

წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვმა რკინის ნივთი, სავარაუდოდ, ლურსმანი გადაყლაპა , რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა ზუგდიდის საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა განაცხადეს, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და სახლში გაუშვეს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, სახლში მიყვანის შემდეგ, ბავშვი კვლავ ცუდად გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა ვეღარ მოასწრეს. ბავშვი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.
ბავშვის მშობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და მათ დასჯას მოითხოვენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100