სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხინვალელმა კოკოევებმა ედუარდ კოკოითი გვარიდან განკვეთეს

კოკოევები მოგვარე ედუარდ კოკოითით გაწბილებულები არიან და მის მოქმედებას გმობენ.
"რესპუბლიკაში ფაქტობრივად სამოქალაქო ომია. სხვანაირად მოაზროვნეთა წინააღმდეგ ბრძოლამ ისეთი სასტიკი ფორმები მიიღო, რომ დროა, ზარებს შემოვკრათ. ჩვენ ვგმობთ კოკოითის მოქმედებას და მოვუწოდებთ მას, გონს მოეგოს და მშვიდობიანი მოსახლეობის აბსურდული დაპატიმრებები შეწყვიტოს. სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში მსხვერპლი გარდაუვალი იქნება, კოკოევების გვარის წარმომადგენლები კი ავტომატურად გახდებიან თავისი თანამემამელეების მოსისხლე მტრები" - ნათქვამია ცხინვალელი კოკოევების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც გვარის უხუცესები აწერენ ხელს.
ამასთან, ისინი მოითხოვენ, რომ კოკოითმა თავი კოკოევების გვარს აღარ მიაკუთვნოს, რადგან მას "მათთვის უბედურების მეტი, არაფერი მოუტანია".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100