სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისის ბიზნეს მობაილ და ინტერნეტ ბანკში სიახლეა

თიბისი, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მობაილ და ინტერნეტ ბანკის მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს.

დღეიდან მომხმარებლები, რომლებიც საერთაშორისო გადარიცხვებით სარგებლობენ, მარტივად შეძლებენ შეამოწმონ ტრანზაქციის შესასრულებლად საჭირო საფეხურები და შუავალ ბანკებთან დაკავშირებული დეტალები.

ამ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ტრანაქციის დეტალების გვერდზე, სადაც დაგხვდებათ ჩამოსაშლელი მენიუ, რომლის დახმარებით შეძლებთ შეამოწმოთ ჩაერიცხა თუ არა მიმღებს თანხა, ან თუკი ტრანზაქცია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, ნახავთ მის მიმდინარე სტატუსს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100