სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ემინემისა და ლედი გაგას დუეტი

ამერიკელმა რეპერმა, ემინემმა ლედი გაგასთან ერთად დუეტი ჩაწერა. სიმღერის სახელწოდება street lights გახლავთ და იგი ვარსკვლავებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნეს.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის შეძლებს მსოფლიო საზოგადოება აღნიშნული სიმღერის მოსმენას. რეპერის თქმით, იგი მეტად კმაყოფილია შედეგით და ეს სიმღერა მის ახალ ალბომში მთავარ როლს ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში, რეპერმა რიგით მერვე მუსიკალურ ალბომზე დაიწყო მუშაობა. სავარაუდოდ street lights აღნიშნულ ალბომში შევა.

რაც შეეხება ლედი გაგას მან განაცხადა, რომ მისი მომდევნო ალბომი 2013 წელს გამოვა, რომლის სახელწოდებაც ARTPOP იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100