სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის შვიდ ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსიდან დღეს დილით მუშა ჩამოვარდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გადმოვარდნის შედეგად 43 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
მშენებლობაზე სამუშაო პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 116 -ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100