სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დილით პლანეტები ერთმანეთს დაუახლოვდებიან

დილით ასტრონომიის მოყვარულები უჩვეულო სანახაობის მოწმენი გახდებიან. ერთდროულად 4 პლანეტა: ვენერა, იუპიტერი, მარსი და მერკური ჰორიზონიტის აღმოსავლეთ მხარეს მჭიდრო ჯგუფად შეიკრიბებიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ვენერასა და იუპიტერს შორის მანძილი, სულ რაღაც, 0,6 გრადუსი იქნება.

მიმდინარე კვირას ოთხივე პლანეტა თევზის თანავარსკლავეთში აღმოსავლეთ-ჰორიზონტთან ახლოს გამთენისას ადვილად შესამჩნევია.

დილით ვენერა, იუპიტერი და მერკური განსაკუთრებულად დაუახლოვდებიან ერთმანეთს, ხოლო ვენერასა და იუპიტერს შორის მანძილი მთვარის ხილვადი დიამეტრზე მეათედი გრადუსით ნაკლები იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრიო ერთმანეთთან 2-გრადუსიან ადგილმდებარეობას გაიყოფს. მათგან მხოლოდ 7 გრადუსში შესაძლებელი იქნება მარსის დანახვა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ 21-ე საუკუნეში ეს არის პლანეტების ყველაზე მჭიდრო დაახლოების პირველი ფაქტი. სამხეთის ნახევარსფეროს მოსახლეობას ამ აღლუმის ხილვა შეუიარაღებელი თვალითაც შეუძლია, ხოლო ჩრდილოეთში მცხოვრებთათვის მცირე ტელესკოპები და ბინოკლებიც საკმარისი იქნება.

მაისის ბოლოს მჭიდრო ჯგუფს ახალი მთვარეც შეუერთდება, ხოლო იუპიტერი და მარსი ნელ-ნელა დაიწყებენ ვენერასთან და მერკურთან დაშორებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100