სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქის ექიმი: "იმდენად კარგი მდგომარეობაა, აღფრთოვანებულები ვართ"

პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა, რომელიც პატრიარქს გერმანიაში გეგმიური გამოკვლევებისთვის თან ახლდა, ამბობს, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია.

"გამოკვლევები ჩატარდა, არაჩვეულებრივი შედეგებია. იქაური ექიმებიც და ჩვენც აღფრთოვანებულები ვართ ამ შედეგებით. ისინიც ვერ მალავდნენ სიხარულს, იმდენად კარგი მდგომარეობაა იმ პროცედურების შემდეგ, რომელიც 4 წლის წინ იმავე კლინიკაში ჩატარდა,"-ამბობს პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა.

ილია მეორე საქართველოში გერმანიიდან ორკვირიანი სამედიცნო გამოკვლევების შემდეგ სამშობლოში 5 თებერვალს დაბრუნდა. აეროპორტში მას მრევლი და სასულიერო პირები დახვდნენ.

"ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც შევხვდი ექიმებს, რომლებმაც მომცეს იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება."-განუცხადა პატრიარქმა მრევლს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100