სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: მიმართულება რომელიც აირჩიეთ საკმაოდ რთული აღმოჩნდება. ამიტომ, მოემზადეთ დაბრკოლებებისთვის. კარგი იქნება რჩევებს თქვენზე გამოცდილ ადმაიანებს თუ დაეკითხებით და ამის მიხედვით იმოქმედებთ.

კურო: შორიდან ბევრი რამ შეუდარებლად ჩანს. ამიტომ სანამ რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტთ მანამდე კარგად დაფიქრდით. არ მიიღოთ უცაბედი გადაწყვეტილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სერიოზული შეცდომები დაუშვათ.

ტყუპები: თქვენ ელით რომ ადამაინები საკუთარ დაპირებებს აუცილებლად შეასრულებენ. კარგი იქნება დღეს უნდობლობას თუ გამოიჩენთ და საკუთარი საქმის ორგანიზებას მხოლოდ თქვენ თავს თუ მიანდობთ.

კირჩხიბი: თქვენი ახლობლებიდან და მეგობრებიდან რამდენიმე ადამიანი საკუთარ თავს ძალიან ბევრის უფლებას აძლევს. ეცადეთ გააგებინოთ მათ რომ მსგავსი სიტუაცია არ გსიამოვნებთ.

ლომი: დღეს შესაძლოა იგრძნოთ, რომ წარსული მოგენატრათ, უფრო სწორად ადამიანების გარკვეული ჯგუფი წარსულიდან. ეცადეთ მათთან კონტაქტს, რადგან ეს ყოველივე დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ქალწული: გიყვართ როცა საკუთარი გეგმის პუნქტებს თანმიმდევრობით ასრულებთ. დღეს კარგი იქნება საკუთარ პრინციპებსა და წესებში გარკვეულ ცვლილებებს თუ შეიტანთ. მსგავსი სიტუაცია გარკვეულწილად სიამოვნებასაც კი მოგანიჭებთ.

სასწორი: გახსოვდეთ, რომ რასაც თქვენს ირგვლივ მყოფები ვითომდა გულახდილად გეუბნებიან, ყოველთვის სიმართლე არ არის. ამიტომ ზედმეტ ყურადღებას ნუ გამოიჩენთ დღეს გაგებულ სიახლეებთან დაკავშირებით. ეცადეთ მხოლოდ დაკისრებული მოვალეობების მაქსილამლურად კარგად შესრულებას, საღამოს საათებში კი კარგად დაისვენეთ.

მორიელი: დღეს შესაძლოა ახალი საქმის წამოწყება მოგიწიოთ, ეს ყოველივე დიდ ენერგიას მოითხოვს და ამ საქმეს ერთ დღეში ვერ მოათავებთ. ამიტომ საღამოს საათებს სრულ მარტოობაში თუ გაატარებთ კარგი იქნება.

მშვილდოსანი: დღეს ახალ ადამიანებთან მოგიწევთ ურთიერთობა. გახსოვდეთ, რომ თავის კონტროლი მაქსიმალურად მოგეთხოვებათ, რადგან ეს შეხვედრები თქვენი მომავლის წარმატებული განვითარების გარანტია.

თხის რქა: დღეს იგრძნობთ, რომ გონება განსაკუთრებით კარგად გიმუშავებთ, არც ენერგიის ნაკლებობას უჩივით, აუცილებლად გადაანაწილეთ ეს მონაცემები რაციონალურად და საკუთარ თავს ზედმეტს ნურაფერს მოთხოვთ.

მერწყული: დღეს თქვენს ცხოვრებას სრულებით სხვა თვალით შეხედავთ. ეს ძალიან კარგია, რადგან მრავალი უარყოფითი მაჩვენებლის აღმოჩენას შეძლებთ. კარგი იქნება სამომავლოდ ამ ნაკოვანებების გამოსწორებას თუ ეცდებით.

თევზები: დღეს არ არის საუკეთესო დღე აქტიური მუშაობისთვის, ვერ შეძლებთ წინსვლას, ამიტომ ზედმეტად ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, კარგი იქნება მეგობრებს თუ მოინახულებთ და მათთან ერთად განიტვირთებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100