სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისევ შეზღუდვები - პანდემია უმართავი ხდება

უკვე ხვალ პაციენტების მიღება შეუძლებელი გახდება -ამბობენ კოვიდ მიმღებ ცენტრებში. დღეს საწოლების თითქმის 100% ინფიცირებული პაციენტების მიერ არის დაკავებული. ამოწურვის ზღვარზეა სამედიცინო ჟანგბადის რესურსიც. აქტიურად მიმდინარეობს საველე ჰოსპიტლებისთვის ადგილების შერჩევა. ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე შესაძლო ლოკაციას განიხილავს. მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის გადამზადებაც. როდის შეიძლება მოეწყოს პირველი საველე ჰოსპიტალი პირდაპირ არ ამბობენ, თუმცა არ მალავენ ქვეყანაში თავისუფალ საწოლთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება. კრიტიკულ ზღვაზე მუშაობს 112, ოჯახის ექიმები კი ათასობით ინფიცირებულს სატელეფონო კონსულტაციებს ვეღარ უწევენ. მძიმე დღეები ჯერ კიდევ წინ არის- ფიქრობენ ექიმები, გამოსავალს კი ისევ რეგულაციების მკაცრ აღსრულებასა და ვაქცინაციაში ხედავენ. ინდოეთისა და იტალიის უარესი სცენარით მიმდინარე პროცესები საქართველოში ახლა ჩიხშია შესული. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი ყოველდღიურად უკონტროლოდ იზრდება. ქვეყანა ეტაპობრივად ისევ საწყის წერტილს უბრუნდება, როდესაც პანდემიის მართვა შეზღუდვების დაწესებით ხდებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100