სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Kia Motors-ი 100 საუკეთესო მსოფლიო ბრენდს შორის დაწინაურდა

Kia Motors კორპორაციის ბრენდის ღირებულება წინა წელთან შედარებით დაახლოებით 15%-ით გაიზარდა და ის ახლა 83-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო ტოპ 100 ბრენდს შორის. ეს ინფორმაცია გამოქვეყნებულია ამ თვეში „ინტერბრენდის“ (Interbrand), მსოფლიოს უდიდესი ბრენდების საკონსულტაციო ჯგუფის მიერ.

Kia პირველად მსოფლიოს საუკეთესო ტოპ 100-ს წინა წელს შეუერთდა, იგი 87-ე ადგილს იკავებდა,მაგრამ შემდეგ 4 პოზიციით დაწინაურდა. ახლა Kia-ს ბრენდის ღირებულება შეფასებულია $4.7 მილიარდად. ეს წინა წლების შეფასებებთან შედარებით ბრენდის ღირებულების 15%-ან ან $619 მილიონიან ზრდას წარმოადგენს.

გლობალური მასშტაბით Kia–ს წარმატება აქტიურმა სპორტულმა მარკეტინგმა განაპირობა. ბრენდი მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატის– FIFA World Cup-ის, Australian Open ჩოგბურთის ტურნირისა და NBA კალათბურთის სერიების ოფიციალური პარტნიორია.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Kia-მ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს ციფრულ და სოციალურ მედიაში. კომპანიის ინტერნეტ აქტივობებში ჩართულია 1.4 მილიარდი ადამიანი და ყოველდღიურად,საშუალოდ 300 000 კიასთან დაკავშირებულ კომენტარს ითვლის.

2013 წლის ივნისში Interbrand–მა კიას „50 საუკეთესო მწვანე ბრენდებს’’ შორის 37–ე ადგილი მიანიჭა. ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრენდის მიერ გარემოზე ზრუნვას, რაც eco-friendly და ამავდროულად ეკონომიური ავტომობილების გამოშვებით გამოიხატება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100