სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

newpress: ქუთაისში პარტულის თანამშრომელმა მამაკაცი სცემა

ქუთაისში გელათის ქუჩაზე მცხოვრები 56 წლამდე მამაკაცი საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სცემა. აღნიშნულის შესახებ newpress.ge-ადგილობრივებმა აცნობეს. მათი თქმით, შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში მოხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, პარტულის თანამშრომელმა მათი მეზობელი იმ მიზეზის გამო ცემა, თითქოს ის დანაშაულში იყო შემჩნეული.

"დაზარალებული საცხობში მუშაობს. პარტულის თანამშრომელმა გამოათრია საცხობიდან და უმოწყალოდ ცემა. მიზეზად ამბობდა, რომ თითქოს დანაშაულში იყო შემჩნეული, თან ემუქრებოდა არ გაემხილა ცემის ფაქტი, თორემ უარესს მიიღებდა," - ამბობენ დაზარალებულის მეზობლები.

თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელიც მათივე მეზობელია, რომელმაც საპატრულო პოლიციაში მუშაობა ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში დაიწყო.

ნაცემი მამაკაცი ამ დროისათვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100