1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
სრულ ჰარმონიამდე ცოტა გიკლიათ. მეგობრების ან ნათესავების დახმარებით, შემოსავალს მიიღებთ. დროა, მუშაობისა და დასვენების გეგმებზე იზრუნოთ. სასიამოვნო სიურპრიზებსა და საჩუქრებს ელოდეთ. მნიშვნელოვანი ღონისძიება უმჯობესია, დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმოთ.
კურო
სიყვარულის კოსმიური ენერგიის დღეა. ბოლო თვეების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, მოულოდნელი ფულადი შემოსავალი გელით. ახალი ნაცნობები ან გავლენიანი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ. თუმცა უცნობია, დადებითს თუ უარყოფითს. შესაძლოა, ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ოცნების ასრულება შეძლოთ.
ტყუპები
ოჯახური პრობლემები წინა პლანზე წამოიწევს და თქვენგან დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად ბევრი მუშაობა მოგიწევთ. თავშეკავება გამოიჩინეთ და ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება მოგეცემათ. მოსალოდნელია ნერვიულობა და დეპრესია. გამორიცხული არაა, რომ თქვენი საქმიანობით გადაიღალეთ და იმედგაცრუებული ხართ. ეცადეთ, საკუთარი გეგმების განხორციელებაში ახალი ადამიანები ჩართოთ.
კირჩხიბი
ბოლო თვეების თავდაუზოგავი შრომა, სავარაუდოდ, მოულოდნელ ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ. ადამიანები, რომლებსაც ამ დღეს გაიცნობთ, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, თუმცა უცნობია, დადებითს თუ უარყოფითს. შესაძლოა, ახალი იდეები გაგიჩნდეთ, რომლებიც თქვენს მსოფლმხედველობაზე გავლენას მოახდენს. საყვარელ ადამიანთან რომანტიკული შეხვედრა და ვახშამი სანთლის შუქზე სიხარულით აგავსებთ.
ლომი
წინა დღეების კონფლიქტური ფონი თანდათან განეიტრალდება და კოლეგებთან და უფროსთან ურთიერთობაც დალაგდება. გამორიცხული არაა, რომ დიდი ხნის ოცნების ასრულება შეძლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოწყალება და დიდსულოვნება გამოიჩინოთ. ბედი უეცარ შემობრუნებას გპირდებათ. ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებს ან საჩუქრებს.
ქალწული
ეს დღე სახლს, ოჯახსა და ბავშვებს მიუძღვენით. ეცადეთ, დაგროვილი საქმეები დაასრულოთ და ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ბიუჯეტს, რადგან დაუგეგმავი ხარჯები გელით. ინტიმური ურთიერთობების სფეროში არასტაბილური მდგომარეობაა: ერთ მხრივ, დაღლილობა და იმედგაცრუება, ხოლო მეორე მხრივ სიამოვნება და სიხარული გელით.
სასწორი
ამ დღის დევიზი საკუთარი თავის რწმენაა. რაც არ უნდა მოხდეს, გულთან ახლოს არ მიიტანოთ და იმედს ნუ დაკარგავთ. ეცადეთ, დაგროვილ საქმეებს გაუმკლავდეთ და ყურადღება მიაქციეთ ბიუჯეტს: უახლოეს ხანებში დამატებითი ხარჯები გელით, ამიტომ წინასწარ მოემზადეთ.
მორიელი
მშვიდი და ჰარმონიული დღეა. თუ ამ დღეს სწორად დაგეგმავთ, საღამოს საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით. სახლიდან მოშორებით მყოფმა შესაძლოა, ახალი პერსპექტივები აღმოაჩინოთ.
მშვილდოსანი
ეს დღე კოსმოსური ენერგიის გარდასახვას უკავშირდება. სრულიად შესაძლებელია, ამ დღეს საკუთარი საქმის მიმართ ინტერესი დაკარგოთ და ყველა წამოწყებით იმედგაცრუებული დარჩეთ. მოსალოდნელია დეპრესია და ნერვიული აშლილობა. გაითვალისწინეთ, რომ გარშემომყოფების მიმართ გამოვლენილი ნებისმიერი აგრესია, წყენა და დომინირების სურვილი თქვენს საწინააღმდეგოდ შემობრუნდება.
თხის რქა
წინა დღეების კონფლიქტური ფონი განეიტრალდება. შეგიძლიათ, მომავალი წარმატებების საფუძველი ნელა, მაგრამ მყარად შექმნათ. პირადი შეხვედრებისთვის ხელსაყრელი დღეა, თუმცა თქვენი კონსერვატიული აზროვნება ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში ხელს შეგიშლით.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი აქტიურობისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი ძველებურად მაღალია. შანსი გაქვთ, რაღაც უჩვეულო შექმნათ. გაგიძლიერდებათ ადამიანების დარწმუნების უნარი. შეძლებთ გავლენიანი ადამიანები თქვენთან თანამშრომლობაში დაარწმუნოთ. შედეგად, პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები.
თევზები
შესაძლოა, ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. ეცადეთ, პარტნიორებისა და ოჯახის წევრების მიმართ თქვენი პრეტენზიები ობიექტურად შეაფასოთ. სავარაუდოდ, ბევრი შეცდომის გამოსწორებას შეძლებთ. მნიშვნელოვანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ და ყურადღება მიაქციეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას. განსაკუთრებით კბილებსა და ღრძილებს.
კომენტარი