სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

14 წლის აითაჯის საქმე - სკოლის დირექტორი კლინიკაშია გადაყვანილი

აითაჯის საქმე - სკოლის დირექტორი, სადაც 14 წლის გოგო "გათხოვებამდე" სწავლობდა, კლინიკაშია გადაყვანილი. "პირველების" ინფორმაციით, დირექტორს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გუშინ დასჭირდა. დირექტორი გენინსპექციამ გუშინ რესურსცენტრში გამოკითხა, რა დროსაც სკოლის ხელმძღვანელი შეუძლოდ გახდა.

დირექტორი კლინიკაში რეანიმობილით გადაიყვანეს. ის ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

აითაჯის მამა შვილის მკვლელობაში მეუღლეს და სკოლის დირექტორს ადანაშაულებს.

ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედასა და ბიძას რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. სამდღიანი ძებნის შედეგ 30 წლამდე კაცი დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100