შსს-მ მამა გიორგი სხილაძის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარაზე გამოძიება დაიწყო
მამა გიორგი სხილაძის განცხადების შემდეგ, მის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. პროკურატურამ უწყებას შესაძლო დანაშაულის ფაქტზე მასალა უკვე გადაუგზავნა.
გამოძიება 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.
მამა გიორგიმ საქართველო უკვე დატოვა. სასულიერო პირის თქმით, მან წერილი მიიღო, რომელშიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
კომენტარი