Feast of Bacchus - კომპანია GWS აღადგენს ანტიკურ ტრადიციას და თანამედროვე სახით გააცოცხლებს ბახუსის ზეიმს
9 სექტემბერს, ცნობილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველესი ღვინის ქარხნის ეზოში ბახუსის ზეიმს - Feast of Bacchus გამართავს. GWS, როგორც პირველი ბოთლირებული ღვინის მწარმოებელი კომპანია აღადგენს ანტიკურ ტრადიციას და თანამედროვე სახით გააცოცხლებს ბახუსის ზეიმს. ღონისძიების მიზანს სწორედ, დროსტარების, ღვინით თრობისა და მისგან სიამოვნების მიღების ტრადიციის აღდგენა- გაცოცხლება და გათანამედროება წარმოადგენს - როგორ ზეიმობდნენ ბახუსს ჩვენს წელთაღრიცხვამდე და როგორ აღნიშნავენ ზეიმს 21-ე საუკუნეში.
ბახუსი (Bákhos) იგივე დიონისე რომაულ მითოლოგიაში მთელ მსოფლიოში არნახული პოპულარობით სარგებლობს, რადგან სწორედ იმ დარგის მფარველი ღვთაებაა, რომელიც ყველა ხალხისთვის ღვინოს, თრობას და შესაბამისად დროსტარებას, გართობასა და სულიერ შვებას უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ ბახუსმა ზეცაში ცხოვრებას მიწაზე დარჩენა და ხეტიალი არჩია. მას თავს ვაზისა და სუროს ფოთლებისგან მოწნული გვირგვინი უმშვენებდა, მხრებზე ძოწისფერი ქათიბი ჰქონდა მოსხმული და ხელში ჯადოსნური კვერთხი ეკავა. თან ახლდა ღვინის საოცარი სურნელი, რითაც ყველა შემხვედრს აბრუებდა და კარგ ხასიათზე აყენებდა.
ღონისძიებაზე მოწვეულები არიან კომპანია GWS-ის უცხოეული პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსისა და სავაჭროს პალატის წარმომადგენლები, მათ შორის, საფრანგეთის ელჩი, მისი აღმატებულება ბატონი პასკალ მენიე, ღვინის ეროვნული ასოციაციის წევრები, თელავის მერი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები და მედია. სტუმრებს უმაპინძებს კომპანიის აღმსარულებელი დირექტორი ფილიპ ლესპი.Feast of Bacchus იქნება თეატრალიზებული, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებენ სიმებიანი კვარტეტი, ეთნო ჯაზ ბენდი ირიაო, ლევან მასპინძელაშვილი და მისი ბენდი, საღამოს დაასრულებს DJ. ბახუსის ზეიმზე წარმოდგენას პანტომიმის თეატრი გამართავს, ღონისძიებას გააფორმებენ ახალგაზრდა მხატვრები, რომლებიც ადგილზე ბახუსის თემაზე ჩანახატებს შექმნიან და მათი დაჯილდოვება მოგვიანებით სოციალური მედიით მოხდება. ეზოს
შესასვლელში განთავსდება ყვავილების კუთხე, სადაც მოწვეულ ქალბატონებს დაურიგდებათ ყვავილებისგან გაკეთებული გვირგვინები, სამაჯურები, თმისამაგრები.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილამდე კომპანია GWS ბახუსის ზეიმთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამასთან ერთად უახლესი და დაძველებული ღვინის დეგუსტაციას სთავაზობს. სპეციალურად მათთვის
ქარხნის ტერიტორიაზე კასრისა და ქვევრის სახლებში მოეწყობა მედიატური, რომელიც მოიცავს ღვინის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის გაცნობას, ყურძნის გადამამუშავებელი და შესანახი დანადგარების, ისევე როგორც ღვინის მარნის და ჩამოსასხმელი ხაზის ნახვას, მასტერკლასს, ღვინის დალევისს წესების გაცნობას, სხვადასხვა სახალისო თამაშებს, მათ შორის ფლაკონებით ტესტირება და არომატების გამოცნობა, რომელიც დასრულდება დეგუსტაციით. ასევე მოეწყობა რთველი და პიკნიკი ვენახში.
GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც 1993 წელს თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე შეიქმნა. დღესდღეობით, “GWS”-ის მფლობელობაში 400 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. 70% ქართულ ტრადუციულ ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშირისო ცნობილი სახეობებია. კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინისა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც თამადას, ძველი თბილისის, ადამანტი, ვისმინოსა და ელიბოს სახითაა ცნობილი. ღონისძიებაზე GWS სტუმრებს ექსკლუზიურად წარუდგენს ახალ პრემიუმ ბრენდს - თამადას დიდებული რეზერვი და ქვევრი.
კომენტარი