სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროექტის „კინო სკოლაში“ პირველი სესია ნანა ჯანელიძის ფილმის ჩვენებით დაიხურა

13 ივნისს პროექტმა „კინო სკოლაში“ პირველი სესია დახურა. კინოსკოლელები შიდა ქართლის 20ამდე სკოლიდან ხაშურში შეიკრიბნენ და შემაჯამებელი კინოჩვენება მოაწყვეს. სპეციალურად ამ დღისთვის ხაშურში ჩავიდა ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, რომელის ფილმითაც „ნეტავ იქ თეატრი არის?!“ პროექტის პირველი სესია დაიხურა.

პროექტი “კინო სკოლაში” ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში მე-7-მე-11 კლასის მოსწავლეთათვის კინოჩვენებების და დისკუსიების მოწყობას სპეციალურად შერჩეული კინოსპეციალისტების - კინომისიონერების მონაწილეობით. პროექტი 2014 წელს დაიწყო და დღემდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი კინოჩვენება მოაწყო. წინ კინოსკოლელებს ახალი პროექტი „ზაფხულის კინო სკოლა“ ელით, რომელიც მაღალმთიანი და საზღვრისპირა სოფლების სკოლებზე იქნება ორიენტირებული და სტარტს ივლისის მეორე ნახევარში აიღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100