კანადაში სექსუალური უმცირესობების საერთო რაოდენობამ ორი მილიონი შეადგინა
კანადაში რამდენიმე დღის წინ გამოკითხვა ჩატარდა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის ორ პროცენტს სექსუალური უმცირესობები შეადგენენ, ანუ მათი რიცხობრივი რაოდენობა ორ მილიონს წარმოადგენს.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ მსგავსი ოფიციალური გამოკითხვა დაახლოებით ერთი კვირის წინ, კანადის ხელისუფლებამაც ჩაატარ, მაგრამ საზოგადოებამ დიდი სიფრთხილე გამოიჩინა და მათი ორიენტაციის დაფიქსირებისას ბევრმა ტყუილიც თქვა. სწორედ ამიტომ არასახელმწიფო ორგანიზაციამ სოციალური გამოკითხვის ჩატარება გადაწყვიტა. შედეგები ერთმანეთს არ დაემთხვა.
გამოკითხულთა ასაკი 18-დან 34 წლამდე მერყეობდა. გამოკითხულთა 10-მა პროცენტმა აღნიშნა რომ სექსუალური უმცირესობების რიგებს განეკუთვნდებოდნენ. საკუთარ ორიენტაციაზე 65 წელს გადაცილბულმა ადამიანებმაც ისაუბრეს და გაირკვა, რომ მათი ორი პროცენტი თავს განსხვავებული ორიენტაციის მქონედ მიიჩნევს.
აღნიშნულმა გამოკითხვამ კანადელების შეხედულებაც დააფიქსირა ერთსქესიან ქორწინებებთან დაკავშირებით, მათი უმრავლეოსბა აღნიშნულ საკითხს მხარს უჭერს და ითხოვს მსგავსი კანონის შემოღებას.
აუცილებელია აღინშნოს, რომ კანადის ორმილიონიანი განსხვავებული სქესის მქონე ადმაიანების 75 პროცენტს მამაკაცები შეადგენენ.
კომენტარი