გიგი უგულავამ ჭურისთვის თავის მოხსნაში მიიღო მონაწილეობა
ღვინის ფესტივალზე, რომელიც ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმართება, აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოს სახლის ეზოში, ჭურს თავი მოხსნეს. ჭურის თავის მოხსნაში ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო,თბილისის მერმა გიგი უგულავამ.
"ღვინო არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. ქართულ ღვინოს ყველა იცნობს და კიდევ უფრო მეტი გაიცნობს მას შემდეგ, რაც ამ ღვინოს თავისუფლების გემო დაკრავს. წლიდან წლამდე უმჯოებესდება ქართული ღვინის ხარისხი და ასევე ფართოვდება ბაზრები, სადაც ქართული ღვინო არის წარმოდგენილი", - განაცხადა მერმა და მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს. ფესტივალის მხარდამჭერი სწორედ თბილისის მერიაა.
ფესტივალში მონაწილეებს ასევე მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახდება მყარი ტრადიცია და ყველას შეეძლება გაიცნოს ქართული ღვინო. როგორც ცნობილია, საქართველოში 500-ზე მეტი ჯიშია და ამ ჯიშებიდან კიდევ უფრო მეტი დასახელების ღვინო მზადდება", - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.
ფესტივალზე ანსამბლმა "დიდგორმა" ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.
კომენტარი