საქართველოს ბანკი Global Finance-მა საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა - ფასიანი ქაღალდების მომსახურების კუთხით
თბილისი, 5 ივნისი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, საერთაშორისო გამოცემის Global Finance-ის ჯილდოს მიღების შესახებ.
Global Finance-მა მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო ბანკები გამოავლინა, საქართველოს ბანკი კი 2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა - საქართველოში ფასიანი ქაღალდების მომსახურების კუთხით.
კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის 1987 წელს დაფუძნდა და 192 ქვეყანაში ყავს მკითხველი. ყოველწლიურად, Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.
კომენტარი