გია ბურჯანაძეს ბოროტი თვალები ელანდება (ვიდეო)
„აი, ახლაც, როცა მიყურებთ, საოცრად ბოროტი თვალები გაქვთ და, რატომ?“, – ასე მიმართა გია ბურჯანაძემ ინტერნეტტელევიზია „აი–ტვ“–ს ჟურნალისტს, როცა მან რამდენიმე კითხვა დაუსვა. გია ბურჯანაძე ჯერ ტელეკომპანიის დამფუძნებლით, შემდეგ კი იმით დაინტერესდა, ჰყავდა თუ არაჟურნალისტ გოგონას შვილი. როცა დადებითი პასუხი მიიღო, უთხრა, რომ სწორედ „აი ტვ“–ს ჟურნალისტებს ჰქონდათ დავალებული ტელევიზიის წინ, ღამით, მძინარე მომიტინგეებს დასდგომოდნენ თავს, მათთვის ფანარი მიენათებინათ და პროვოკაციული საქციელით გამოეწვიათ. „ღამით, თქვენს მეუღლესთან ინტიმური ურთიერთობის დროს რომ ვინმე დაგადგეთ თავზე და ფანარი მოგანათოთ, რა რეაქცია გექნებათ?“, – დაინტერესდა ბურჯანაძე. ეს ორიგინალური ინტერვიუ გია ბურჯანაძესა და ინტერნეტტელევიზია „აი ტვ“–ს ჟურნალისტს შორის რუსთაველის გამზირზე დაახლოებით ერთი საათის წინ შედგა.
კომენტარი