სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. თიბისი

კაპიტალის მოლოდინებისგან განსხვავებით,

8 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი 0.5 პპ-ით

10.5%-მდე გაზარდა. მართალია, დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის მატებაა მოსალოდნელი, თუმცა

მხოლოდ დაბალი საბაზო ეფექტის გამო. ამასთან, სეზონურად შესწორებული

/ ინფლაცია უკვე ფასების ზრდის დასტაბილურებაზე მიუთითებს - ბოლო მონაცემით

3%-იან სამიზნე ნიშნულზე ქვემოთაც კი. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების შედარებით შემცირება და

ლარის გამყარება აძლიერებს თიბისი

კაპიტალის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მომავალ წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნებ.

2022 წლის ბოლოსთვის სამომხმარებლო ფასების ზრდის მოლოდინი

3%-ის ფარგლებშია, იმ დაშვებით, რომ ბრენტის ნავთობის ფასი სადღეისოდ არსებული

75-დან 85 აშშ დოლარამდე აღდგება, სხვა სასაქონლო ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდება, გლობალური

მიწოდების ჯაჭვების შეფერხება გარკვეულწილად შემსუბუქდება, ადგილობრივი ინფლაციის გამოკლებით

ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი დაახლოებით 5.0%-ით გაუფასურდება და რეალური მშპ

6.0%-ით გაიზრდება. აქედან გამომდინარე, თიბისი კაპიტალის

მოსაზრებით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დროებითია და სამომავლოდ კვლავ შერბილების ციკლია

მოსალოდნელი. 2022 წლის ბოლოს, თიბისი

კაპიტალის პროგნოზის მიხედვით, რეფინანსირების განაკვეთი

8.25%- შეადგენს. ამასთან, ტურიზმის შედარებით ნელი აღდგენა და რეგიონში გეოპოლიტიკური რისკების

მატერიალიზება ლარის მაღალი განაკვეთების ხელშემწყობი ფაქტორებია.

რეკორდულად მაღალი საპროცენტო დიფერენციალის კიდევ უფრო მატების ფონზე, ლარიზაციის მოტივაციის

გაზრდის მიზნით,

8 დეკემბრის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკა სავალუტო

საკრედიტო რისკის ბუფერის (CICR) დათვლის მეთოდი შეცვალა და ის კომერციული ბანკის საკრედიტო

პორტფელის დოლარიზაციის დონეზე დამოკიდებული გახადა. ასევე, იპოთეკურ დაკრედიტებაში უცხოური

ვალუტის გარკვეულწილად აღდგენის ფონზე სესხის მაქსიმალური ვადიანობა 15 წლიდან 10 წლამდე

შემცირდა. რისკებსა და შესაძლებლობებს შორის სწორი ბალანსის დასაჭერად, ჩვენი ფავორიტი კვლავ

ლარი/ევრო/აშშ დოლარის კომბინაცია და ასევე მსხვილი კორპორაციული პორტფელისთვის სავალუტო კალათაში

რუბლისა და ლირის დამატებაა.

დეპოზიტების მხარეს, ლარის შედარებით სტაბილურობისა და არჩევნების შემდგომი გაუფასურების

მოლოდინების გადავლასთან ერთად, ნოემბერში დეპოზიტების გალარება შეინიშნებოდა. დეპოზიტების

მსგავსად, ნოემბერში არარეზიდენტების მხრიდან ლარზე მოთხოვნაც გაძლიერდა და ადგილობრივი ვალუტის

სახაზინო ფასიანი ქაღალდების ფლობაში მათი წილი 7.9%-დან 9.4%-მდე (დაახლ. 80 მლნ ლარით) გაიზარდა.

ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ლარზე მოთხოვნა გაზრდილია, წმინდა სავალუტო შემოდინებების

შეფასება ძლიერია და

სებ- სავალუტო ბაზარზე ვალუტა არ გაუყიდია, ეროვნული ბანკის რეზერვები მაინც შემცირდა. აღნიშნული,

სავარაუდოდ, მთავრობისა და სახელმწიფო კომპანიების მიერ ვალუტის კონვერტაციებს უკავშირდება.

ამასთან აღსანიშნავია, რომ, მოლოდინებთან შესაბამისად, მესამე კვარტალში პირდაპირი ინვესტიციის სახით

შემოსულმა სააქციო კაპიტალმა მხოლოდ 16 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 13 დეკემბრის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ

ვებ-გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100