ლანჩხუთში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა
ლანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში აფეთქება მოხდა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანამ უკვე გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებას მოჰყვა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.
კომენტარი