სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"google-ში ქართულად ჩემი სახელის აკრეფისას მხვდება გულისამრევი ქალის ფოტოები"

იუნა შაფათავა ფეისბუქზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

დღეს, მგონი, ჩემი ოცნების ადამიანს შევხვდი მოულოდნელად და ვიფიქრე, ჩემი წასვლის შემდეგ აუცილებლად დამ-google-ავს და ვნახო მეთქი, რა ხდება ჩემს თავს ინტერნეტ სივრცეში...google-ში ქართულად ჩემი სახელის აკრეფისას მხვდება ამაზრზენი, გულისამრევი, ავარდნილი ქალის ფოტოები და ჩვენი ჟურნალისტების მიერ ჩემი ნათქვამის თავისებური ინტერპრეტაცია და უვიცი პერეფრაზირება аляповатый სათაურებით..ინგლისურად yuna shapatava-ზე ინფორმაცია უფრო გასუფთავებულია 21 საუკუნის გოიმური ქართულიზმებისგან, უფრო ნორმალურად გამოიყურება, ჩანს კინოები, ლექსები, მოთხრობები, სიმღერები და ა.შ. მხოლოდ რუსულად Юна Шапатава არის ყველა იმ ცოდვისგან და მახინჯი ფოტოსგან თავისუფალი, რასაც საზოგადოება მაჩეჩებს და საზოგადეობას აჩეჩებენ რატომღაც თავისი მრავალსახეობრივი ინტერპრეტაციებით ამ უგონოდ გიჟ ქალს, უაზრო სტატიებით და დასკვნებით...ერთია დასკვნა: ნაკლებად ვიკითხო ის, და არც ვინმეს ვურჩევ ვინმეზე შთაბეჭდილება შეიქმნას ჩვენი მას-მედიის და იტნერნეტ სივრცის დახმარებით, იმის საფუძველზე, რასაც წერენ უნიჭოები, რომ წარმოდგენა არ გავიფუჭო საკუთარ თავზე...სხვებს რა ვუყო? კეთილ ადამიანებს? რა კარგია ერთ ენაზე მომუშავე მას- მედიას ხელები არ მიუწვდება მსოფლიოზე...რა მეშველებოდა...:))) ამიტომ შევეცდები, მეტი მასალა დავდო ჩემი,საკუთარი შექმნილი და დაწერილი და მომზადებული. მადლობა ქართულ მას-მედიას, არშემდგარი კოჰაბიტაციის პირობებში მონსტრის სახის შექმნისთვის, ბრავო, გოიმობაში 10+ , პიროვნების წარმოჩენაში და თქვენეულ ინტერპრეტაციაში მინუს უსასრულობა .. გამონაკლისებს არ ეხებათ....და ჩემი დღევანდელი ოცნების ადამიანი კი, მგონი, საკმაოდ ჭკვიანია და მე მიყურებს და მისმენს, და არა თქვენ, საზოგადოების ფლაგმანო, მეოთხე, უთავო, ხელშებოჭილო და გონებაშეზღუდულო ხელისუფლებავ......

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100