აშშ-ში ჯაშუში-ჰაკერები დააკავეს
რამდენიმე წუთის წინ წამყვან მსოფლიო მედიასაშუალებებში გავრცელდა ცნობა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში FBI-მ 14 ჰაკერი დააკავა, რომლებსაც ბრალად ედებათ: შეერთებული შტატების სახელმწიფო დაწესეულებების სისტემებში უნებართვო და უკანონო შეღწევა, ინფორმაციის მოპარვა და გავრცელება. მათ აგრეთვე ბრალად ედებათ WikiLeaks-თან თანამშრომლობა და მათთვის სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის მიწოდება. ჰაკერები ფლორიდაში, ნიუ-ჯერსსა და ნიუ-იორკში აიყვანეს. ამ საქმის დეტალებზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. "დრონი.ჯი" მოვლენების განვითარების სესახებ ინფორმაციას ოპერატიულად მოგაწვდით.
კომენტარი