ოლიმპიელების დახვედრა „ჯინო ფერედაისში“
ორშაბათს, 29 აგვისტოს 15:00 სთ-ზე, ‘ჯინო ფერედაისმა’ ოლიმპიელებს უმასპინძლა.
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით.
ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა „ჯინო გრუპი“-ს ინვესტორი ბ-ნ ნოდარ გიორგაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ბ-ნ ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე პრეზიდენტი ბ-ნ ელგუჯა ბერიშვილი, მათ მადლობა გადაუხადეს ჩვენს საამაყო ოლიმპიელებს. სიტყვით წარსდგნენ ასევე ოქროს მედალოსანი ოლიმპიელები: ლაშა ტალახაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
„ჯინო გრუპმა“ ოლიმპიელ მედალოსნებს შესაძლებლობა მისცა, დაძაბული დღეების შემდეგ განიტვირთონ რაბათისა და მცხეთის სასტუმროებში. ასევე გადასცა „ჯინო ფერედაისის“ ვიპ მოსაწვევები როგორც მედალოსნებს ასევე ლიცენზიანტ ოლიმპიელებს.
„ჯინო გრუპისათვის დიდი პატივი იყო ემასპინძლა იმ ადამიანებისათვის, ვისაც ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გააქვს და ასახელებს საქართველოს.
კომენტარი